"ნაცმოძრაობა“ იქცა ტვირთად, რომელიც ახლა ყველას ამძიმებს და მისგან არანაირი ხეირი არ არის"
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ დასაშლელად ბოიკოტი იდეალურია და აქედან გამომდინარე, ერთადერთი შემთხვევაა, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ გადაწყვეტილებას უწონებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტიდან გასვლისა და შემოსვლის მიზეზებად ისეთი რაღაცები დაუსახელებია, რომ ჩვენ ამაზე საუბრით დავიღალეთ. ბოლო ათი მიზეზი სერიოზულად არ ჩაგვითვლია, როცა ბოიკოტი გამოაცხადეს. ეს ერთადერთი ბოიკოტია, რომელსაც „ნაცმოძრაობას“ მოვუწონებდი, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობის“ დასაშლელად ბოიკოტი იდეალურია. როცა დეპუტატები ბოიკოტიდან გამოვლენ, ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი გამარჯვება. „ნაცმოძრაობა“ იქცა ტვირთად, რომელიც ახლა ყველას ამძიმებს და მისგან არანაირი ხეირი არ არის. ბოიკოტის დროს გათავისუფლება ყველაზე კარგია, რაც შეიძლება გააკეთონ და პარლამენტში დაბრუნდნენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან