"ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, მრცხვენია ჩვენი ამომრჩევლის"
მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო განხილვებზე შესვლა, მათ შორის კომიტეტებზეც.
„ვაპირებ, რომ საპარლამენტო განხილვებში ჩავერთო. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. ქუჩის პროტესტი, რაც დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მექანიზმია, ხელს არ უშლის იმას, რომ პარლამენტში ის ინსტრუმენტები გამოვიყენოთ, რომელიც აუცილებელია და ამით შევასრულოთ უცხოელი მეგობრების თხოვნაც. ძალიან მნიშვნელოვანია განხილვებზე შესვლა, მათ შორის კომიტეტებზე. მგონი, ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევარი დარჩა და ამაზე უკვე სამი წელი საუბარი, წარმოუდგენელია. ჩვენი ამომრჩევლის პირადად მრცხვენია, ვისაც ამაზე ვესაუბრებით. ალბათ, იმ კვირაში კონტურები გამოიკვეთება, პარტია როგორ აპირებს საქმიანობას. მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტი უკან წაიღო, პარტია პარლამენტში შემოვიდა და საპროტესტო საქმიანობასთან ერთად საპარლამენტო მუშაობა უნდა გაგრძელდეს და თან ღირსეულად“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან