ამ გვერდის ამობედვა

"ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღება იქნება საქართველოში დემოკრატიის დასრულება"

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება იქნება საქართველოში დემოკრატიის დასრულება, ამ განაცხადს აგზავნის ქვეყანა, რომ დემოკრატია დასრულდა და დამყარდა დიქტატურა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ეს არ არის „ხალხის ძალის“ კანონპროექტი, ეს არის „ქართული ოცნების“ კანონპროექტი.

 

„კანონპროექტი ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ, უკანა კარიდან შემოაპარა „ოცნებამ“. ამაზე დიდი აბსურდი რთული მოსაფიქრებელია, ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, კალმიანი და ფურცლიანი ადამიანებისაც ეშინიათ უკვე, ამიტომ ახლა მიზანში ამოიღეს სამოქალაქო სექტორი. არანაირი გამჭვირვალობის კანონპროექტი არ არის, ეს არის კანონპროექტი, რომელიც ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქეს დატოვებს მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც წლებია, სამოქალაქო სექტორი უწევს უსასყიდლოდ და კვალიფიციურად. მარტო ვეტო არ იქნება საკმარისი, ეს არის წყალგამყოფი, ამის იქით, ოფიციალური აქტი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში გამოცხადდება დიქტატურა, არ მიიღება. როგორც წესი, ამ კანონის მიღება იქნება დასრულება საქართველოში დემოკრატიის, ამ განაცხადს აგზავნის ქვეყანა, რომ დემოკრატია დასრულდა და დამყარდა დიქტატურა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

წაკითხვა 421 ჯერ