"თავისუფალი რომ იქნება, მიიღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება და აქ აპირებს მკურნალობას"- გიული ალასანია სააკაშვილზე
ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.
გიული ალასანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია.
„ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი. ადამიანი თავისუფალი, რომ იქნება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას? ეს მე არ ვიცი.
ვერ ჭამს, ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია, ეს ხომ ცნობილია“,- აღნიშნავს ალასანია.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან