"აუცილებელია სრულიად აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან" - სერგეი გავრილოვი
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა NEWS.ru- სთან საუბარში განაცხადა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის.
მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას.
„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ომთან დაკავშირებით საქართველოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია არა მხოლოდ ავია ფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას,“ -აღნიშნა გავრილოვმა.
გავრილოვის სიტყვებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვას და ტურიზმის განვითარებას.
„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანსპორტირებას განახორციელებენ,“ - თქვა რუსეთის დუმის დეპუტატმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან