"ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება პირდაპირი დიაგნოზია გამოუსწორებელი ღრმა კრიზისისა"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გასაკვირი ალბათ არ არის იმ პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ თავიანთ ხურჯინში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„უკვე ამდენი თვეა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, ასევე საზოგადოება უფრო ფართოდ, ამ დაპირისპირებას ვაკვირდებით და ვხედავთ ერთ რამეს, რომ ეს დაპირისპირება თითქოს უსასრულოა. ის კი დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ ეს დაპირისპირება პირდაპირი დიაგნოზია იმ ალბათ გამოუსწორებელი ღრმა კრიზისის, რომელშიც ეს პოლიტიკური გაერთიანება იმყოფება. გასაკვირი ეს ალბათ არ არის იმ პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ, ასე ვთქვათ, თავიანთ ხურჯინში და ასევე იმ მოქმედებებით თუ უმოქმედობებით, რომლებსაც ისინი ატარებდნენ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ოპოზიციური ძალა. ისინი ხელისუფლებას არაკეთილსინდისიერად ებრძოდნენ, ვინაიდან მათ არასდროს ჰქონიათ რამე პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის დამაჯერებელი ან მომავლის პროგრესის მაჩვენებელი იქნებოდა და პრაქტიკულად, საქმე გვაქვს შიგნიდან ჩამოშლასთან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ან გენერალური მდივანი.
„აქ ალბათ კეთილსაიმედო პროგნოზის გაკეთებაც ძალიან რთულია. ჩვენთვის კი, ალბათ ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლის აზრს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე, ვინ იქნება გენმდივანი, რადგან ეს პოლიტიკური ძალა არც მორალურად და არც ფიზიკურად ჩვენთვის, ჩვენს თვალში უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის