"არ მგონია, რომ ჩემი შვილი 17 იანვარს სასამართლო პროცესს დაესწროს"
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 17 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, რომელიც მისი სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან გათავისუფლებას ეხება, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.
ამასთან ერთად კლინიკა „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებამდე ალასანიამ მსოფლიო ლიდერების მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი განცხადებები მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია.
„არა მგონია, რომ ჩემი შვილი 17-ში სასამართლო პროცესს დაესწროს, არ არის იმ მდგომარეობაში. ვფიქრობ, კლინიკა ,,ვივამედიდანაც“ ვერ შეძლებს დისტანციურად ჩართვას.
ის, რაც მოხდა გუშინ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, პოლონეთია ბოლოს და ბოლოს. თქვენ დაინახეთ, ადამიანები დიდხანს ფეხზე იდგნენ და გადაწყვეტილებას ტაშს უკრავდნენ. ასე რომ, ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი.
გარდა ამისა, ყველამ მოვისმინეთ კონდოლიზა რაისის განცხადება, რომელმაც შემდეგი სიტყვები თქვა, „მისი ისტორიული როლი კიდევ შესაფასებელიაო“. ეს სხვათა შორის ამ ქალბატონს პირველად არ უთქვამს, მაშინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მოედანზე რომ იყო, ეს იქაც თქვა, რომ თქვენ აქ რომ დგახართ არ დაგავიწყდეთ, ვის უნდა უმადლოდეთ და სწორედ ჩემს შვილს ასახელებდა“,-განაცხადა ალასანიამ.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ