მედიაში გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ მოიხსსნიებს
მედიაში დღეს გავრცელდა ჩანაწერი, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტზე, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და მას უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა თავად გავრცელების ფაქტმა ნიკა მელიას თანამოაზრეების შეშფოთება გამოიწვია.
აღნიშნულ ჩანაწერს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში სტატუსით გამოეხმაურა:
"ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ.
ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის," - წერს ხატია დეკანოიძე.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან