" მარგველაშვილს თუ მოვუსმენთ, გამოდის, რომ მისი თქმით, საქართველოს აშანტაჟებენ"
გიორგი მარგველაშვილს თუ მოვუსმენთ, გამოდის, რომ მისი თქმით, საქართველოს აშანტაჟებენ და საქართველო ამ შანტაჟს უნდა დაექვემდებაროს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სხვანაირად მე ვერ გავიგე მისი განცხადება. ანუ, ის რას ამბობს: კი, ჯანდაცვაში სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, სამართლებრივადაც ამბობს, რომ შეიძლება ეს ადამიანი იმსახურებს სასჯელს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველო ზარალდებაო. ანუ, გამოდის, ბატონი მარგველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს აშანტაჟებენ და ის ამ შანტაჟს უნდა დაექვემდებაროსო. სხვა არ ვიცი, ეს განცხადება რას ნიშნავს. ჩემი აზრით, ძალიან სუსტი პოზიციაა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირისგან. თავის დროზე, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, პასუხისმგებელი იყო საკუთარი ქვეყანა და სახელმწიფო ინტერესები დაეცვა იმისგან, რაზეც ახლა საუბრობს პირიქით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან