"ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ წარღვნას აანონსებს" - მამუკა მდინარაძე
პარტიაში იმდენად არაკომპეტენტურობის და გოიმობის ზეიმი აქვთ, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვინ არიან – მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ახალი ფორვარდი გამოიკვეთა – ჭიაბერაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წინა ანონსი, რომელიც „ცხელ შემოდგომას“ შეეხებოდა, არ გამართლდა და ახლა პოლიტიკურ წარღვნას აანონსებენ, რაც მდინარაძის განცხადებით, თავად პარტიაში აქვთ.
„ალბათ, გახსოვთ, წინა ანონსი, რომელიც ცხელ შემოდგომას შეეხებოდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, შემოდგომა ცხელი ნამდვილად არ აღმოჩნდა და ახლა პოლიტიკურ წარღვნას აანონსებენ, რაც თავად პარტიაში აქვთ. ვერ გაუგიათ, ვინ ვისია და ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამომრჩევლის მიმართ ცრუ დაპირებებს თავი დაანებონ და პარტიას მოხედონ, რომელიც დაეშალათ. პარტიაში იმდენად არაკომპეტენტურობის და გოიმობის ზეიმი აქვთ, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვინ არიან – მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ახალი ფორვარდი გამოიკვეთა ჭიაბერაშვილი. რა დღეში არიან, წარმოიდგინეთ. სჯობს, წარღვნას პარტიის შიგნით გაართვან თავი“, – განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან