"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდება"
„ნაცმოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ის ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასევე უნდა იპოვონ იდეა ერთად დარჩენისთვის.
„ვგულშემატკივრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც შეთანხმებაუნარიანი იქნება და შეეძლება, შეთანხმებას, რომელსაც დადებს, შეასრულოს. პარტიაში პოლიტიკური ბრძოლა რომ მიმდინარეობს და გავლენებისთვის იბრძვიან, ეს გასაკვირი არ არის. წინასწარ არავინ იცის, რა გამოვა ამ პროცესებიდან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ერთად დარჩენისთვის იდეა უნდა იპოვონ, რადგან თუ პოლიტიკიდან გავა მიხეილ სააკაშვილი, ანუ გავა „ნაცმოძრაობის“ მთავარი დამაკავშირებელი და პარტიაში არსებული განსხვავებები უფრო თვალსაჩინო იქნება. „ნაცმოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ის ადამიანი, ვის გარშემოც ხელახლა გაერთიანდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო