"ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?"
მე არ ვიცი, ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით - იმ პირთა შორის, ვინც დღეს შეწყალებაზე საუბრობს, არიან ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდნენ - ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?! მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური და თუ აქამდე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებდნენ, რა საფუძვლით შეიცალა მათი ეს მოსაზრება?! - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე გააკეთა.
„პატივი უნდა სცენ სასამართლოს ინსტიტუტს და თავი შეიკავონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისეთი შეფასებისგან, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც სასამართლოს ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევად. შეფასებებში საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და ზომიერება. ინდივიდუალური მოსამართლის საქმიანობა არის დამოუკიდებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამას ხელი შეეწყოს და არა პირიქით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხელ უკვე დაადასტურა, რომ „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა, რაც სასამართლოს რეპუტაციის შელახვისკენ იყო გამიზნული.
ოპოზიციის ნაწილი აპირებს, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო