"ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი... ნებისმიერი ნაბიჯი, რაც დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური" - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას მეტი მოქმედებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რომ მოხდეს ხელისუფლების ლუსტრაცია. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პირველ რიგში ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.
"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები. უნდა იმოქმედოთ.
პირველ რიგში, უნდა დატოვოთ პარლამენტი. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ეს დაძაბავს სიტუაციას და მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლისგანაც 24 საათიან ლანძღვას ვიგებთ ჩვენს ხელისუფლებაზე, ამ ნაბიჯში წამოგყვებიან," - აღნიშნა მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა