"წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანის დაწვის მიზანი მისი დაშინებაა, არაფერი გამოგივათ!"
„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვის მიზანი ხარჩილავას დაშინებაა. ამის შესახებ ხაზარაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„დღეს წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანა დაწვეს მისი საცხოვრებელი სახლის წინ. მიზანი მისი დაშინებაა, არაფერი გამოგივათ! რეფორმები გაგრძელდება! წალენჯიხა იქნება კოალიციური მართვის წარმატებული მოდელი", - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, გია ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა