„დატოვეთ ქართული ოცნება, რუსეთის უკანა ეზო“- კახა ოქრიაშვილი
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ვეხმაურები სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის განცხადებებს, რომელიც მან ნოდარ მელაძის გადაცემაში გააჟღერა.
პირველი რაც ვიფიქრე - როგორ გავანეიტრალოთ ხელისუფლებაში მოკალათებული ამდენი მოღალატე ?! მომავალში, ნებისმიერი მთავრობის ამოცანა იქნება, არ აყვეს ცდუნებას და არასამართლებრივი გზით, ერთი ხელის მოსმით არ გაანადგუროს რუსეთის აგენტურა, რომელმაც რუსეთის დახმარებით მიიტაცა ხელისუფლება საქართველოში. ეს ურთულეს ამოცანად მიმაჩნია, მაგრამ დემოკრატიული, თავისუფალი მართლმსაჯულების პროცედურების დაცვით უნდა გამოვავლინოთ და გავასამართლოთ ჩვენი სამშობლოს ყველა მოღალატე.
მივმართავ „ქართულ ოცნების“ წევრებს და მხარდამჭერებს: დატოვეთ ქართული ოცნება, რუსეთის უკანა ეზო! - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა