"მინდა, თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო, რომლის დავალებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში სამი თვითმფრინავი უმოკლეს დროში ჩაერთო"
მინდა, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო და პირადად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომლის დავალებით ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში თურქული თვითმფრინავები უმოკლეს დროში ჩაერთნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი მას გადასცეს ჩვენი თხოვნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა თავის კოლეგას და გადასცა ჩემი თხოვნა დახმარების თაობაზე. მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში სამი თვითმფრინავი გამოიგზავნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ამ დახმარებას არ დავივიწყებთ ქართველები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ. მინდა, მფრინავებს განსაკუთრებით გადავუხადო მადლობა, ასევე ჩვენს საამაყო მაშველებს, პოლიციელებს, ჯარს და ყველას“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა