ამ გვერდის ამობედვა

"ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში უნდა გაერთიანდნენ“

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ  საქართველო და ყაზახეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა გაერთიანდეს.

როგორც მედვედევმა აღნიშნა,  1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა.

 

„ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“,- დაწერა მედვედევმა. 

 

 ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფო“ და სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც „რუსების გენოციდია“.

 

"ყაზახეთი ეს ხელოვნური სახელმწიფოა, ეს არის ყოფილი რუსეთის ტერიტორია. ვუდრე იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება"- წერს დიმიტრი მედვედევი. 

 

მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის პოსტის „სქრინშოტი“ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა. მისი ინფორმაციით, პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ წაიშალა.

 

 

 

 

წაკითხვა 571 ჯერ

სიახლეები