„მზად ვართ, საქართველოს და ბოსნია-ჰერცოგოვინას კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ, როგორც კი რეფორმები შესრულდება“
„მზად ვართ, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ, როგორც კი რეფორმები შესრულდება“, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ომი ახალ ფორმას სძენს ევროკავშირსაც. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენს ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ, ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“,- განაცხადა მიშელმა.
მისი თქმით, ევროკავშირსა და დიდ შვიდეულს ერთი მიზანი აქვს: რუსეთის ომის მანქანის შეჩერება, და ეკონომიკების დაცვა.
„ევროკავშირი მუდამ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და დაეხმარება მას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენი მიზანია დავიცვათ ჩვენ საერთო დემოკრატიული ღირებულებები“, - განაცხადა მიშელმა.
ცნობისთვის, დიდი შვიდეულის სამიტი დღეს დაიწყო და 28 ივნისს დასრულდება. ის წელს გერმანიაში იმართება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან