"საქართველოზე ევროკავშირის რეზოლუცია ფეიკების შედეგია, ჩალის ფასი აქვს"
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა, ფეიკების შედეგია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"კამპანია, რომელიც წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სცენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება", - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, "რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებთან და ჩალის ფასი აქვს".
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.
გუშინ, რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების, ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების გამო.
მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან