გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება?
"რუსთავი2"-თვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. ჩვენი ინფორმაციით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
მათივე მარგველაშვილმა სატელეფონო კომენტარში ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. ყოფილმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე - აპირებს თუ არა ის სათავეში ჩაუდგეს მიხეილ სააკაშვილის პარტიას.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში გამოჩნდა, მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეხვედრა ჰქონდათ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.
კიევში ვიზიტის კომენტირებისას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყვიტეს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა