"საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა"
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა.
„პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ და ეს არის სწორედ ის კვალი, რასაც რუსეთის ფედერაცია ტოვებს ომისა და იმ მილიტარისტული რიტორიკის და აგრესიის შემდეგ, რომელიც უცხო არ არის საქართველოსთვისაც.
ჩვენ იმედი გვაქვს და საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა და უკრაინას ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების უფლება და გარანტიები მომავალში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ამ მძიმე წუთებში სრულად ვიზიარებთ მწუხარებას, სრულად ვიზიარებთ იმ ტრაგედიას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაატყდათ თავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა