რატომ უთხრეს ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი - ღარიბაშვილის განმარტება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის და მთავრობის წევრები ფიქრობდნენ, რომ რეგიონში რთული მდგომარეობის დროს, როცა უკრაინაში ომია, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში უნდა ყოფილიყო. ასე განმარტა უარის თქმის მიზეზი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილს არ დართეს ნება ოფიციალური ვიზიტები გაემართა.
"მე არც მაშინ და არც ახლა - მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესებია რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა და მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში, ეს იყო მთავარი არგუმენტი, მოტივაცია, უარი გვეთქვა მის ვიზიტზე.
კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან", - თქვა პრემიერმა.
მან ასევე ივარაუდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი, თუმცა ვისგან, ეს არ დააკონკრეტა.
"როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება", - თქვა ღარიბაშვილმა.
დღეს, 15 მარტს, პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების მეორე დღეს, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მთავრობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შესაფასებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. "ქართული ოცნება" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს