"დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომი შეწყდეს"
ევროკავშირის წევრობაზე ჩვენ მიერ გაკეთებული განაცხადი და მასზე უფრო სწრაფი რეაქცია, ვიდრე ეს შესაბამისი პროცედურებითაა გათვალისწინებული, იქნება ამ ქვეყნისთვის მეტი გარანტია, მეტი სწრაფი გარანტია ევროპულ, ბუნებრივ ოჯახში დაბრუნების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში უნდა გააკეთონ ყველაფერი ქვეყნის უსაფრთხოებიდან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს, მათ შორის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს სწრაფი პროცედურების გათვალისწინებით დადებითი პასუხი გაეცეს.
„ვფიქრობ, რომ მაგალითად სულ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის წევრობაზე ჩვენ მიერ გაკეთებული განაცხადი და მასზე უფრო სწრაფი რეაქცია, ვიდრე ეს შესაბამისი პროცედურებითაა გათვალისწინებული, იქნება ამ ქვეყნისთვის მეტი გარანტია. მეტი სწრაფი გარანტია თავის ევროპულ ოჯახში, ბუნებრივ ოჯახში დაბრუნების თვალსაზრისით. რაიმე მსგავსი მიმართულება თუ შეიძლება, დამოკიდებული იყოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ამ მიმართულებით მათი აქტიურობა ბუნებრივია, იქნება ამ ქვეყნისთვის მეტი მზღვეველი, მეტი გარანტი, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც თანამედროვე სამყაროში ძალიან ცუდი რაღაცები ხდება, მარტივად რომ ვთქვათ, ყველასთვის გასაგებ ენაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყანაში, რათა ამ ქვეყნის უსაფრთხოებიდან, ეროვნული ინტერესებიდან გამოვიდეთ და მეორე მხრივ, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ახლა ლოკალური, სწრაფი მიზანი არის, შეწყდეს ომი, ომის შეწყვეტა უზრუნველყონ, და მათ შორის ჩვენს განაცხადს სწრაფი, რაც შეიძლება სწრაფი პროცედურების გათვალისწინებით დადებითი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს