"პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? - უკრაინას რომ არ დაუწყია ომი"
თვითონ (რუსეთი) პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა კარგად ხედავს იმას, რომ ომი უკრაინას არ დაუწყია და მისი განცხადებით, კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საერთოდ არ უნდა დაისვას.
„ეს კითხვა მე მგონი არ უნდა დაისვას. ვინ დაიწყო ომი? პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი. ამას რა კითხვა უნდა. თვითონ პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ. რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი ყველა კარგად იცის, ხედავენ. ეს კითხვა მე მგონი დასასმელი არც არის, თუ ვინ დაიწყო ომი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა