"არავის სურდა მოესმინა ან დაენახა, რა ხდებოდა საქართველოში"- მეთიუ ბრაიზა
„ცალსახა, უტყუარი ფაქტია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს ძალიან ბევრი მიმართულებით ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებით და უკრაინაში დამატებითი ძალების შეყვანით, მათი გადაადგილებით,"– ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ლუგანსკი და დონეცკი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას.
მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ „სიტყვების თამაში“ ვლადიმირ პუტინს აღარ გამოსდის და სულ მცირე, ნატო-ს ორ დედაქალაქში, ვაშინგტონსა და ბერლინში, ამას არ დაიჯერებენ.
ბრაიზა ასევე საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებითაც საუბრობს. ბრაიზას თქმით, დასავლეთში 14 წლის წინაც არ სურდათ დაეჯერებინათ „არახელსაყრელი სიმართლე“ იმის შესახებ, რომ კრემლი ომის პროვოცირებას ცდილობდა.
„კიდევ ერთი რამ, რაც ამ ორ სიტუაციაში მსგავსია, არის ის, რომ დასაწყისში ნატო-ს ევროპელი წევრები არ იღებდნენ არახელსაყრელ სიმართლეს იმის შესახებ, რომ პუტინი ომის პროვოცირებას ახდენდა. მე ვშიშობდი, რომ ისინი მხოლოდ სუსტად, მორიდებულად და კვლავ ისე უპასუხებდნენ და დასჯიდნენ რუსეთს, რომ ეს ყველაფერი მაინც „თბილად გამოიყურებოდეს“. მაგრამ დღეს, უკვე გაცემული პასუხებით ჩანს, რომ ალიანსი არის ერთიანი და ევროპელებს სურთ, რომ გაატარონ ზოგიერთი მკაცრი ზომა რუსეთის წინააღმდეგ, ეს ამჯერად დიდი განსხვავებაა. ამასთან, ახლა ამ მოვლენებს მთელი მსოფლიო უყურებს და აკვირდება. მაშინ, არავის სურდა მოესმინა, გაეგო ან დაენახა ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში. ამჯერად, აღარავის სჭირდება რუსეთის გამოაშკარავება, ის აჩვენებს მსოფლიოს, რა არის სინამდვილეში პუტინის რუსეთი“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი და მკვლევარი.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"