ვინ წარადგინა პრემიერმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურაზე
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს ასარჩევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარუდგინა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე შერჩეული კანდიდატურები წარუდგინა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ღარიბაშვილმა ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა პარლამენტს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურები კი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
შეგახსენებთ: ამ საკითხზე დღეს შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელები საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე არ დაინიშნებიან პოლიტიკა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა