"ჩვენი ინტერესია, სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, ღირსეულად მოექცნენ"
ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„მე როგორც ვიცი ბატონმა სააკაშვილმა სარჩელი გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და არსებობს სპეციალური პროცედურები, რის მიხედვითაც, ეს საკითხები განიხილება.
რაც შეეხება კანონის უზენაესობას და მის დაცვას, ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი“, - აღნიშნა ელჩმა.
რაც შეეხება იმას, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია სააკაშვილის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ელჩის განმარტებით, ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობაა.
„ჩემი გადასაწყვეტი არაა, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია, არსებობს შესაბამისი წესები და პროცედურები და თუკი მხარდაჭერა იქნება, პროცესი წინ წავა, მაგრამ ეს მთლიანად არის პარლამენტის უფლებამოსილება“, - აღნიშნა ელჩმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა