"უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის"
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მივიდა, თუმცა მას დაწესებულებაში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა.
როგორც იასკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, განუმარტეს, რომ მასზე ციხეში შესვლის ნებართვა გაცემული არ არის.
„ადრე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სანახავად შესვლაზე პრობლემა არასდროს შემქმნია. ახლა ჩამოვედი და მეუბნებიან, რომ ნებართვა გაცემული არ არის. უკრაინაში რამდენიმე საქმეა გამოძიებაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე“, - განაცხადა იასკომ.
რაც შეეხება ქართველი პარლამენტარების - ლევან ბეჟაშვილისა და თამარ კორძაიას უკრაინაში ვიზიტს, მისი თქმით, „ეს შეხვედრები ინფორმაციის გაცვლას ემსახურება იმისათვის, რომ ყველა საქმის კურსში იყოს, რა ხდება სინამდვილეში“.
„ვფიქრობ, ეს სწორია. უკრაინაში ახლა ძალიან ბევრი დელეგაცია იმყოფება ვითარებიდან გამომდინარე. უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის, მაგრამ ლოდინი და იმის დაშვება, რომ მას ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად გაანადგურებენ, არაფრით შეიძლება, ეს არ არის ნორმალური“, - აცხადებს ლიზა იასკო.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა