"საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ"
საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი "ტვიტერზე" წერს, რითაც ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
"მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი შემოწმების გაუქმებით, საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა დაიწყეს ეჭვის შეტანა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში",- წერს კელი "ტვიტერზე" და საელჩოს შესაბამის განცხადებას აზიარებს.
შეგახსნებთ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. როგორც საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს.
სიახლეები
- "პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად" - სერგეი ლავროვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
- საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა