"ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა რთულია" - იაგო ხვიჩია
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ხედავს, თუმცა, მისივე თქმით, პარლამენტი იმდენად არის დაზიანებული, რომ ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.
"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ამ ოპერაციით 43% გაინაღდა და ეს შარი თავიდან აიცილა. უბრალოდ, ჩემს მოსაზრებას ვამბობ, რომ მინდა, ახალი პარლამენტის შანსი გაჩნდეს. იმიტომ, რომ დავრესტარტდეთ. ამ პარლამენტში შხამია ბევრი და ბოღმა, მთელი ამ პროცესების შედეგად იმდენად დაზიანდა, რომ იქ ყოფნა ძალიან რთულია. ადამიანებს ერთმანეთზე ისეთი რაღაცები აქვთ ნაკადრები და ისეთი პროცესები აქვთ გავლილი, რომ ამ ყველაფერმა ეს პარლამენტი ძალიან დააზიანა", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს