ვიდრე ციხიდან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს, ვამაყობ შენით - გიგი უგულავა სააკაშვილს
ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა ეს შენი დაბრუნება იყო, ისტორიული მასშტაბის აქტი „მოხიე“ თან მაგარი სიმსუბუქით, - ასე მიმართავს ფოთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი გიგი უგულავა საკუთარ წერილში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
მისივე განცხადებით, სძულს აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ციხეშია და „სანამ ციხიდან არ გამოიყვანს, სხვა საქმე არ აქვს“.
,,მიშა, ვიცი რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი „მოხიე“ თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა, მოკლედ, ისტორიულ სიმბოლიზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა, ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება, შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის. მე ავდგები მალე და იცოდე, ვიდრე მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს, ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან. დანარჩენს მიეხედება, წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია, რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს. აბა შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ, მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს“, - წერს გიგი უგულავა.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"