თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ - კობახიძე
ოპოზიციის განცხადებას, რომ მოსამართლეების დანიშვნისა და შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების, როგორც ზეწოლის მექანიზმის გამოყენების საკითხი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პასუხობს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სანქციებს თავად ოპოზიცია უნდა ელოდოს, რომელიც შეთანხმებას არ ასრულებს:
"ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბუნებრივია ვერ და არ გადაიხედება. ტყუილია, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს, პირიქით ვმოქმედებთ ზუსტად მიშელის დოკუმენტის შესაბამისად - ეს ერთი და მეორე - ხალხი დაიღალა, საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდა გაუკეთებიათ. სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე