საქართველო გაქრება მსოფლიო რუკიდან - სააკაშვილი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს
კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში - არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარზე და ვაწუხებდით ყველას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ გაქრება მსოფლიო რუკიდან.
„ვადევნებდი თვალყურს ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს. ის, რაც ხდება, სრულიად უპრეცედენტო კატასტროფაა, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა, საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებაში - ეს არის ზუსტად ყველაზე სახიფათო რაღაც, იმიტომ რომ ეს გვიქადის ჩვენ, მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გაქრობას.
საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ გაქრება მსოფლიო რუკიდან თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ და მე ამით პირადად ვარ დაკავებული ახლა, როგორც არასდროს.
მხოლოდ საქართველოს მტერს და ბრიყვს უნდა უნდოდეს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება. კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი. მოვწონდით, არ მოვწონდით, ყველა შემთხვევაში ვალდებულება იყო, რომ ვეხსენებინეთ, იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარზე და ვაწუხებდით ყველას. ახლანდელი პოლიტიკა არის, რომ არაფერი არ აინტერესებთ გარდა, პირადი ფულის ქაფვისა და პირადი მუცლისა. გადაყვნენ ამ მუცელს და პრაქტიკულად გაწირეს ჩვენი ქვეყანა. ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდეც!“-აღნიშნავს სააკაშვილი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს