ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ - სააკაშვილი გახარიას გუნდზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელის, ბექა ლილუაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტს აზიარებს.
"ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან! ეს პორტი 2013 წლის ბოლოს უნდა გამეხსნა ჩვენი გეგმით, და ჩვენ ყოველთვის, უფრო ადრე ვასრულებდით გეგმას, ვიდრე ქაღალდზე ეწერა და ესენი, გვიყვებიან, რომ პორტი ვერ გაკეთდებოდაო?!
ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში და მე მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და თუ არ ახსოვს, გავახსენებთ და ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დავანახებთ, რომ სხვანაირად შეიძლება მუშაობა ძალიან მალე", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"