ამ გვერდის ამობედვა

კონფერენცია თემაზე "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" გაიმართება

15 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება,  სახელწოდებით - "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი".

 

კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი თემები:

 

ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილის შესახებ. ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში. ჩინეთის ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციები - პრეზიდენტ სი ძინ პინის „ჩინეთის დიდი ოცნების“ რეალიზაცია. „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ - გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური წარმატების ფორმულა. კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევები. ჩინეთის აგრო-სამრეწველო პოლიტიკა. ჩინეთის თანამედროვე გეოსტრატეგიული კოდი - რეგიონული ლიდერობიდან მსოფლიო ლიდერობისაკენ. ჩინეთის სოციალური პოლიტიკის სასწაული - სიღარიბის დამარცხება.

 

მისასალმებელი სიტყვას გააკეთებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლი იენი. თემა - „ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში - 100 წლიანი გამოცდილება“.

 

კონფერენციის მოდერატორია - The Georgian Times - ის პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი

 

საქართველო ჩინეთის ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს:

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი,

 

საქართველო ჩინეთის ბიზნეს ურთიერთობები და სამომავლო მიზნები საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი დავით საგანელიძე.

 

კოვიდ 19 გამოწვევები, ჩინეთთან თანამშრომლობა სამედიცინო მიმართულებაში - ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

 

აგრო-სამრეწველო პოლიტიკა, სიახლეების დანერგვა  - გიორგი ხანიშვილი - სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე.

 

საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები; გიორგი ამილახვარი - განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;

 

ჩინეთის აგროს-სამრეწველო პოლიტიკა - გიორგი კვესიტაძე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

 

საქართველო - ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. დავით აფციაური - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პეკინის საერთშორისო ბიზნესისა და  ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

„ახალი მსოფლიო წესრიგის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები და ჩინეთის გლობალური გავლენის ცენტრის ფორმულა“ - ერთი გზა ერთი სარტყელი - სესიის მომხსენებელი - ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სინოლოგისინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;

 

„ჩინეთის სახელმწიფოებრიობის წარმატებული რეფორმირების გამოცდილება საქართველოსთვის“. ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საქართველოს და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები - თამარ ყორიაული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

 

ქართულ ჩინური გეოეკონომიკური წარმატებები და მიღწევები - ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ჩინეთის კვლევის ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი.

 

საინფორმაციო საკითხები და მედია - სიმონ კილაძე საერთაშორისო მედია ექსპერტი.

 

ქართულ ჩინური ურთიერთობების 113 წლიანი ისტორია. ფილმების ინდუსტრია - გოგა ხაინდრავა - კინორჟისორი.

 

ქართულ ჩინური ეკონომიკური საკითხები - ვახტანგ ჭარაია თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი.

 

კონფერენცია გაიმართება ონლაინ - Zoom რეჟიმში.

წაკითხვა 566 ჯერ

სიახლეები