არ გამოვა ეს საქმე, ასე ჰესი ვერ აშენდება - გახარია
გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნის ეკონომიკა სჭირდება, თუმცა ხელისუფლება შეცდომას უშვებს, რადგან პრობლემის გადაჭრაში უმაღლესი თანამდებობის პირები უშუალოდ არ ერთვებიან.
,,რა თქმა უნდა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ენერგოსისტემის საფუძველი არის ჰიდროენერგია. რა თქმა უნდა ჩვენ ჰიდროელექტროსადგურები უნდა ავაშენოთ. მაგრამ იმ გზით და იმ ფორმით, როგორც ეხლა ეს ხდება ნამახვანში, სამწუხაროდ - მე მგონია რომ აქ მთავრობა და ხელისუფლება შეცდომას უშვებენ, არ გამოვა ეს. ვერ აშენდება ასე ეს ჰესი. მე მაქვს გამოცდილება მსგავს წინააღმდეგობებთან მუშაობის და თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, იმიტომ რომ ეს სიტუაცია ასე გამწვავდა, პირადად არ ჩაერთვებიან ამაში და პირადად ამ ადამიანებს არ დაელაპარაკებიან არ გამოვა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას და ენერგეტიკას ნამახვანი სჭირდება -ადამიანების, ადგილობრივი ადამიანების - აი ამ რიონის ხეობის დამცველების მხარდაჭერის გარეშე - არ გამოვა ეს საქმე. საბოლოო ჯამში ეს ჰესიც და ეს ელექტროენერგიაც ხო ამ ხალხისთვის გვინდა - შეუძლებელი იქნება". - განაცხადა გიორგი გახარიამ
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი