"ოცნება" აღიარებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველს საკუთარი მანდატის განხორციელებაში ხელი ეშლებოდა
"ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის საგანი გახდა საზოგადოებისთვის, რაც ნორმალური პროცესია იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველს და მის აპარატს ხელი ეშლებოდა რეალურად საკუთარი მანდატის განხორციელებაში," - განაცხადა პარლამენტს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაწყდება, მათ შორის, სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით ბუნებრივია.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამჟამად უშუალოდ პანსიონში, ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ არც ერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ყველანაირი მიზეზი ნერვიულობის რეალურად აღმოფხვრილია, იქ ამჟამად ეს მდგომარეობა არის" - განაცხადა სარჟველაძემ.
მისი თქმით, ეს არის ამ დროისთვის მუშაობის შედეგი, რომელიც გვაქვს. "ბუნებრივია, ეს არ იქნება მუშაობის საბოლოო წერტილი, გაგრძელდება მუშაობა, რათა რეალურად განხორციელდეს, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის რეალური მექანიზმების მუშაობა. შესაბამისად, ამ წუთისთვის ეს მდგომარეობაა. ბუნებრივია, კომიტეტის იქნება ჩართული, როგორც აქამდე იყო ამ საკითხების გადაჭრაში,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.
აღსანიშნავია, რომ პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონში შევიდა. პანსიონის ტერიტორიაზე მათი შესვლა დილიდან შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ მათ პანსიონში შესვლა მაინც მოახერხეს. ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლებს რეგულარული მონიტორინგი ევალებათ, თუმცა ისინი პანსიონის შესამოწმებლად 2018 წლის შემდეგ აღარ ყოფილან.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს