ცილისწამების მსხვერპლი ვარ - ლევან ვასაძე
"მე ვარ მსხვერპლი მრავალი ცილისწამების, რომ ვარ რუსეთის აგენტი, კრემლის აგენტი და რაც არ უნდა ვთქვა, ვიცი რომ ეს კლიშე შეკვეთაა და ვერასდროს ვერ შეიცვლება" - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანტიევროპელობასა და ანტიამერიკელობას აბრალებენ, თუმცა სინამდვილეში ტრამპის მხარდამჭერია.
"მწამებენ ცილს ანტიდასავლელობაში ან ანტიამერიკელობაში ან ანტიევროპელობაში, აქვე ვიტყვი, რომ ესეც სრული სიცრუეა, მე მაგალითად ვარ აბსოლუტური მხარდამჭერი დონალდ ტრამპისა და იმ 80 მილიონი ამერიკელისა, ვისაც მიაჩნია, რომ ამერიკა ისევ ძლიერი უნდა გახდეს" - აცხადებს ვასაძე.
ცნობისთვის, ლევან ვასაძემ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის, რომელიც მალევე ჩამოყალიბდება პოლიტიკურ პარტიად.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"