ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა 2-3 თვის თემაა - ირაკლი ოქრუაშვილი
პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხი, მაქსიმუმ სამ თვეში გადაწყდება.
"მიმაჩნია, რომ ეს არის მაქსიმუმ 2-3 თვის თემა, თვითონვე მოუწევთ. მოსამართლეს დღესაც შეეძლო ეთქვა, შეექმნა დამოუკიდებლობის იმიტაცია და ეთქვა, რომ მე არ მიმაჩნია მისი პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილად და აღარ არის ამის აუცილებლობა, ისე როგორც პროკურორს შეეძლო ეთქვა, რომ გავიდა ის ორთვიანი ვადა და ამიტომ გამოვუშვათ... მთელი ამ ორი თვის განმავლობაში რასაც ამტკიცებდნენ, რომ შეეძლო ნიკა მელიას დამატებით გირაოს გადახდა, დღეს აღმოჩნდა, რომ ყოფილა ტყუილი", - განაცხადა "მთავარი არხის" ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს