ამ გვერდის ამობედვა

აქაურობას მალე ავუღე ალღო, ვიცი, რისთვისაც ვზივარ - ნიკა მელია

“ძალიან მოტივირებული ვარ, მალე ავუღე ალღო აქაურობას, ვიცი, რისთვისაც ვარ გამოკეტილი”,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ „მთავარი არხისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ის გირაოს გადახდას კვლავაც არ აპირებს.

 

"ძალიან მხნედ ვარ და მოტივირებული, ძალიან მალე ავუღე ალღო აქაურობას, ადაპტაციის პროცესი გავიარე, არ მიჭირს. ვიცი, რისთვისაც ვზივარ აქ და რისთვისაც ვარ გამოკეტილი.

 

ამიტომ, მე გარეთ ვიქნები თუ შინგით "ქართული ოცნებისთვის" მე მგონია, პრობლემატური ვარ იმდენად დიდი სისულელე ჩაიდინეს.

 

მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოპოზიციური პარტიის თითოეულ ლიდერს, რომელიც მოლაპარაკებებს ესწრება, მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. არ მგონია, რომ იქ მყოფმა რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების ნებასთან ”,-აცხადებს ნიკა მელია.

წაკითხვა 774 ჯერ

სიახლეები