მექრთამე და კორუმპირებულია - სააკაშვილი უკრაინის ელჩზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, დოლგოვი მექრთამე და კორუმპირებულია.
„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ ერთადერთი მიზნით, ჩემ წინააღმდეგ საბრძოლველად დანიშნა, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას.
ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე.
დღეს ის მრისხანე რიტორიკით დამესხა თავს იმის გამო, რომ მე ვიბრძვი ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის. თურმე, ეს აზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს.
ვეუბნები მას, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეს. მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.
ჩემი ღრმა რწმენით, ეს ელჩი მექრთამე და კორუფციონერია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინული ინტერესების დაცვასთან.
დოლგოვი მადანაშაულებს იმაში, რომ მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს პროტესტის გამოხატვისა და „უკანონო“ დემონსტრაციებისკენ და ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა ორი მაიდანი!
ის ჩვეულებრივი საბჭოთა ფუნქციონერია, რომელიც რატომღაც შეიპარა და მოხვდა მაიდანის შემდგომ უკრაინელ ჩინოსნებს შორის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს