"გარეჯის საკითხის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს" -მაია ცქიტიშვილი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეჯის საკითხის პოლიტიზება არ მოვახდინოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, პროკურატურას უნდა მიეცეს საშუალება, რომ საქმე სწორად შეისწავლოს.
„როდესაც გარეჯზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეჯის საკითხის პოლიტიზება არ მოვახდინოთ. მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ იმ ჩვენი ქვეყნის უფრო დიდ ინტერესს, რომელიც წარმოადგენს ზოგადად, ქვეყნებს შირის გარეჯის საქართველოს ტერიტორიად შეთანხმებას.
პროკურატურა იძიებს საქმეს, შესაბამისად ამ გამოძიების ფარგლებში უნდა მივცეთ პროკურატურას საშუალება, რომ სრულფასოვნად შეაფასოს, შეისწავლოს საქმე და შესაბამისად, პროკურატურას აქვს უფლება, რომ დაიბაროს ნებისმიერი ადამიანი, დასვას კითხვა, რომელიც ეხება ამ საქმეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შესაბამისად დავით გარეჯის საქმესთან ან ნებისმიერ სხვა საქმესთან ჰქონდა შეხება, ასევე ჩვენ ყველას, განსაკუთრებით ყოფილ ან არსებულ საჯარო მოხელეებს გვაქვს ვალდებულება, რომ ვუპასუხოთ ყველა კითხვას ზედმეტი პოლიტიზების გარეშე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს