"არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი" და შეზღუდვა გადაადგილებაზე"
არაფერი არ იცვლება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი", არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, არანაირი „ლოქდაუნების" და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე, არ არსებობს, არ იქნება და ეს არის ჭორები.
„ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული „ლოქდაუნი" ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს, ჩვენ, დღეს უკვე ვგრძნობთ, რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის", - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი