"2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე სრულად პროპორციული არჩევნები" -მამუკა ხაზარაძე
მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, ეს იქნება გამოსავალი, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სრული პროპორციული და იქიდან დაიწყოს ახალი ოთხი წლის ათვლა.
"ყველა ქვეყანაში, როცა პარლამენტი არის ერთპარტიული, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. როგორც კი საშობაო არდადეგები გადაივლის და გამოვლენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებთანც ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს, ძალიან სერიოზული კავშირები გვაქვს, არა მარტო ბიზნეს-კავშირები, არამედ სერიოზული მეგობრები გვყავს იქ, რომლებთანაც კონტაქტი გვაქვს. როგორც კი ეს ყველაფერი გადაივლის, თქვენ დაინახავთ, რომ უკვე ხელისუფლებას მოსთხოვენ – რას შვები? ასე გინდა ცხოვრების გაგრძელება? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ასე გინდა მართო? პასუხი იქნება ის, რომ რა თქმა უნდა, ისევ იხტიბარს არ გაიტეხენ, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, გულწრფელი უნდა ვიყო, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, ეს იქნება გამოსავალი…მოდი, ასე დავაყენოთ საკითხი, რიგგარეშე არჩევნები იმას ხომ არ გულისხმობს, რომ ჩვენ, ოპოზიცია ვითხოვთ ამას, უბრალოდ სიტუაცია ითხოვს ამას, რომ ქვეყანა გაჯანსაღდეს და ერთხელ და სამუდამოდ ყველას გვეყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ოპოზიციასაც და პოზიციასაც, რომ, მოდი, დავიწყოთ ამ წერტილიდან, არც შენი და არც ჩემი რომ არის. ჩვენ პლებისციტი რატომ შემოვიტანეთ ამ თემაში? თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს არა მარტო არჩევნების გადაწყვეტა იქნებოდა, სხვა ვერდიქტი იქნებოდა. ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სრული პროპორციული და იქიდან დაიწყოს ახალი ოთხი წლის ათვლა," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "მთავარი არხის" ეთერში.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა