"თებერვალში სამი-ოთხი პარტია იქნება პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში 2021 წლის თებერვალში უკვე წარმოდგენილი იქნება 3-4 პარტია.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტში მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს.
,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, რა და როგორ ბუნებრივია, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ. ამისთვის მათ შორის, ოფიციალურ ფორმატში ყველაფერი კეთდება. მინიმუმ, 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში წარმოდგენილი იქნება", - განაცხადა კობახიძემ.
ტეგები:
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს