„კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან"
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა „სინდისის პატიმრები არიან“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათი დაკავება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო, ბინძურ თამაშებს და ახლა უკვე პოლიტიკური რეპრესიებს უკავშირდება.
„კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ისინი მძევლებად არიან, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო, ბინძური თამაშები და ახლა პოლიტიკური რეპრესიები. ამიტომ, არამხოლოდ მე, არამედ უამრავი ადამიანი, თუ არ ვცდები 200-ზე მეტი ადამიანი უდგება მათ თავდებში. არ ვიცნობ წესიერ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად არ განიცდის იმას, რომ ამ ორ წესიერ ადამიანზე გადაწყდა ის უსამართლო ძალადობრივი სისტემა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. ჩვენი ყველას ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნათ მძევლობიდან ეს ორი ადამაინი. აზრი არ აქვს იმაზე მსჯელობას, რას იზამს ან პროკურატურა ან სასამართლო იმიტომ, რომ ეს არც სასამართლოა და არც პროკურატურა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი ინსტიტუტი. ამიტომ, მე დღეს არ ვიცი, რა პოლიტიკური დაკვეთა აქვს და ვერ ვიმარჩიელებ ვერანაირად. ეს რომ იყოს ოდნავ მაინც სამართლებრივად გამართული პროცესი, რა თქმა უნდა, არათუ ახლა გამოშვება, საერთოდ არც ერთი დღე და საათი არ უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები ციხეში“,-განაცხადა ხოშტარიამ.
დღეს, დავით გარეჯის საქმეზე, სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
სიახლეები
- ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი