ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
თითოეული ჩვენგანი ოცნებობს ისეთ მეგობარზე, რომელსაც შუაღამისას დაურეკავს, გულს გადაუშლის, საიდუმლოებებს ანდობს და მისგან გონივრულ რჩევას მიიღებს. თუმცა, რატომ არის, რომ ზოგთან საერთო ენას წამიერად ვპოულობთ, სხვებთან კი შეხების წერტილი საერთოდ არ გვაქვს?
გამოცდილ ასტროლოგს ადამიანის ნატალური რუკის მიხედვით შეუძლია მისი პიროვნების სრული სურათის დანახვა და არა მხოლოდ იდეალური პარტნიორის, არამედ საუკეთესო მეგობრის შერჩევაც. რა თქმა უნდა, თავსებადობის ყოველი ჰოროსკოპი ინდივიდუალური მაჩვენებლებით ითვლება, თუმცა არსებობს ზოგადი კანონზომიერებები, რომლებიც ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რელევანტურია.
ვერძი
ასეთ მეგობართან ერთად თამამად შეგიძლიათ წახვიდეთ დაზვერვაზეც და ბრძოლაშიც. ვერძი მუდამ მზად არის, გათხოვოთ კაბა წვეულებისთვის, მოგცეთ ბრძნული დარიგება ან მიხედოს თქვენს შინაურ ცხოველს შვებულების დროს. მთავარია, არ დაარღვიოთ მისი უფლება - იყოს პირველი ყველაფერში, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენციამ შესაძლოა თქვენი მეგობრობა დაანგრიოს.
ვერძებისთვის უფრო საინტერესოა ისეთივე ამბიციური პიროვნებების გარემოცვაში ყოფნა, როგორიც თავად არიან. იგი მუდამ გამოესარჩლება ლომს, თუკი ვინმე მის თავმოყვარეობას შელახავს, მშვილდოსანთან ერთად სიამოვნებით გაემგზავრება ქვეყნიერების დასასრულს და ყოველთვის გამონახავს საერთო თემას სხვა ვერძთან.
კურო
კურო პირველივე შემხვედრთან არ იხსნება. მეგობრის შერჩევისას ეს ნიშანი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს და პოტენციურ კანდიდატს სიცრუის დეტექტორზე უკეთ ამოწმებს. კუროები ვერ იტანენ დაგვიანებას და მათი დროის უგულებელყოფას, ამიტომ მათთვის საუკეთესო მეგობრები მიწის სტიქიის წარმომადგენლები - კუროები, თხის რქები და ქალწულები არიან.
ქალწული სიამოვნებით გაჰყვება კუროს ძვირადღირებულ რესტორანში, თუმცა არა სოციალური ქსელებისთვის ლამაზი ფოტოების გადასაღებად, არამედ იმიტომ, რომ იქ ნამდვილად გემრიელი კერძებია. თხის რქები ამ საკითხებში უფრო ასკეტურები არიან; მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩატარდება მეგობრული შეხვედრა - ისინი კუროს სტაბილურობისა და ერთგულებისთვის აფასებენ.
ტყუპები
ტყუპებს საერთო ენის გამონახვა ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანთან შეუძლიათ, თუმცა მათთვის ყველაზე კომფორტული მაინც საჰაერო სივრცეა. ამ ნიშნის წარმომადგენლები არა მხოლოდ ნიჭიერი მთხრობელები, არამედ ყურადღებიანი მსმენელებიც არიან.
მათ შეუძლიათ დიდხანს ისმინონ ინფორმაცია კომუნიკაბელური სასწორისგან, დათანხმდნენ მერწყული ს ნებისმიერ თავზეხელაღებულ ავანტიურას და, რა თქმა უნდა, მუდამ ერთ ტალღაზე იქნებიან სხვა ტყუპებთან.
კირჩხიბი
კირჩხიბებს ზურგში ლახვრის ჩაცემის ეშინიათ, რის გამოც ნაცნობობისას მეტად პრეტენზიულები არიან. თუმცა, თუ კირჩხიბმა გული გადაგიშალათ, გილოცავთ - თქვენ ყველაზე ერთგული და საიმედო მეგობარი შეიძინეთ. წყლის სტიქიის ამ ნიშანს შეგიძლიათ შუაღამისას დაურეკოთ, თუ საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ ან უბრალოდ თავი მარტოდ იგრძენით.
კირჩხიბი მოგიდუღებთ ცხელ ჩაის, გაგიმასპინძლდებათ ტკბილეულით და დილამდე თქვენი "მესაიდუმლე" იქნება. სხვის ტკივილს ეს ნიშანი საკუთარივით განიცდის. კირჩხიბის იდეალური მეგობრები არიან: კირჩხიბი, თევზები და მორიელი.
ლომი
დაუსრულებლად შეიძლება უყუროთ ცეცხლის ალს და ათვალიეროთ ლომის ტელეფონის წიგნაკი. ამ ადამიანებს მეგობრების წარმოუდგენელი რაოდენობა ჰყავთ და არ უშვებენ შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააფართოონ კონტაქტების სია.
თუმცა, ლომთან მეგობრობა იოლი როდია, რადგან ეს მეფური ნიშანი მუდამ ცდილობს კვარცხლბეკზე ასვლას. ერთადერთნი, ვინც ლომის ეგოს იოლად აიტანენ, არიან ვერძები, ლომები და მშვილდოსნები.
ქალწული
თუ ქალწულმა მეგობარი აირჩია, ეს სამუდამოა. მიწის სტიქიის წარმომადგენელი არ არის მიჩვეული მეგობრების ხშირ ცვლას და ყველაფერში სტაბილურობას ამჯობინებს. მეგობრებში ქალწული საიმედოობასა და შეხედულებების ერთობას აფასებს.
ასეთ ადამიანთან ერთ ტალღაზე იქნებიან კუროები, ქალწულები და თხის რქები - მათთვის, მინიმუმ, მატერიალური ფასეულობები თანაბრად მნიშვნელოვანია.
სასწორი
მომხიბვლელ და კომუნიკაბელურ სასწორს ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა და დატყვევება შეუძლია. მათ არ უყვართ მარტოობა და მუდამ ცდილობენ, გარშემო ხალხი შემოიკრიბონ.
სასწორთან ურთიერთობა "ვიკიპედიის" კითხვას ჰგავს - მათ ყველაფერი იციან და არ უშვებენ შანსს, საკუთარი ერუდიციით იბრწყინონ. სასწორის დაუსრულებელ საუბრებს მხოლოდ ჰაერის ნიშნები - ტყუპები, სასწორი და მერწყული - გაუძლებენ.
მორიელი
მორიელები ადამიანებს რენტგენზე უკეთ "ასკანერებენ" და მაშინვე ხვდებიან, უღირთ თუ არა მათთან გზის გაგრძელება. ურთიერთობის დაწყებამდე წყლის სტიქიის წარმომადგენელი აწონ-დაწონის ყველა პლუსსა და მინუსს და გადაწყვეტს, რამდენად საინტერესოა მისთვის ძვირფასი დროის მეგობარზე დახარჯვა.
აქ საქმე მატერიალურ კეთილდღეობას არ ეხება; მორიელისთვის მნიშვნელოვანია ენერგიის გაცვლა. ღალატსა და ტყუილს ეს მკაცრი პიროვნებები არ პატიობენ, ამიტომ მეგობრების შეძენას მეოცნებე თევზებს, ემოციურ კირჩხიბებსა და სხვა მორიელებს შორის ცდილობენ - ეს სამეული მათ ნამდვილად არ მოატყუებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის მეგობრობა ამაღელვებელ მოგზაურობას ჰგავს. იგი მზად არის, ჩაუღრმავდეს მეგობრის პრობლემას და ის თითის ერთი დატკაცუნებით მოაგვაროს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ფლობენ ამოუწურავ ოპტიმიზმს, რომლითაც ყველაფერს მუხტავენ.
შესაბამისად, მშვილდოსნისთვის უფრო მარტივია ისეთივე პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა. ცეცხლოვანი ნიშნისთვის საუკეთესო მეგობრები მისივე სტიქიის წარმომადგენლები - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი იქნებიან.
თხის რქა
თხის რქის მეგობრების სიაში მოსახვედრად მკაცრი "ფეისკონტროლის" გავლაა საჭირო. ეს ადამიანები ემოციურად თავშეკავებულები არიან და მაშინვე ვერ მიხვდებით, მოსწონხართ თუ არა მათ.
ხშირად თხის რქები დისტანციას იჭერენ და პირად სივრცეში მხოლოდ რჩეულებს უშვებენ - მათ, ვისშიც ასი პროცენტით არიან დარწმუნებულნი. თხის რქის იდეალური მეგობარი ისაა, ვინც დროსა და საქმეშია გამოცდილი. ხშირად ისინი საერთო ენას კუროებთან, ქალწულებთან და სხვა თხის რქებთან პოულობენ.
მერწყული
მერწყულები შემოქმედებითი პიროვნებები არიან. ისინი არასოდეს დაგპატიჟებენ პოპულარულ კაფეში, პირიქით ცხენებით გასეირნებას შემოგთავაზებენ. ამის შესახებ კი მხოლოდ ფაქტის წინაშე დადგომისას გაიგებთ.
ზოდიაქოს ყველა ნიშანი ვერ აფასებს მერწყულის ორიგინალურობასა და ავანტიურიზმს, თუმცა ჰაერის ნიშნებს მისი ყველა იდეა მოეწონებათ. ამიტომ, მერწყულის მეგობრებს შორის, როგორც წესი, ტყუპები, სასწორები და მერწყულები ჭარბობენ.
თევზები
თევზებს ემოციები მართავთ. ისინი სენტიმენტალურები, შთაბეჭდილებიანი, მგრძნობიარეები და მეოცნებეები არიან. მათ უჭირთ ემოციურად ძუნწ თხის რქებთან და ხშირად მერყევ ტყუპებთან ურთიერთობა.
სამაგიეროდ, თავს კარგად გრძნობენ წყლის სტიქიის წარმომადგენლებში. თუ თევზები კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ, მათ ყოველთვის შეუძლიათ გული მორიელს გადაუშალონ. მზრუნველი მეგობარი არა მხოლოდ ყურადღებით მოუსმენს და მხარს დაუჭერს, არამედ დამნაშავეებსაც დასჯის. თევზები მხარდაჭერას კირჩხიბებისგანაც ყოველთვის მიიღებენ.
სიახლეები
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა