გახარიას წასვლის სიხარულზე მეტად, ის გავაცნობიეროთ, ძალაუფლების ვერტიკალი ვის ხელში რჩება - არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის გადადგომას ეხმაურება:
"ოპოზიციას გირჩევთ, დაიწყეთ პროცესები ირაკლი კობახიძის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით, თორემ უკან დაგვრჩება ბევრი რამე ქვეყანას.
გახარიას წასვლის სიხარულზე მეტად, ის გავაცნობიეროთ, ძალაუფლების ვერტიკალი ვის ხელში რჩება და სინამდვილეში ვინ არის კობახიძე, რომელსაც სულ დავცინოდით, მან კი ყველა ძალაუფლებითი სუბიექტი მოიშორა და დღითიდღე იმყარებს ძალაუფლებას,"- წერს ის.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი