როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
11-14 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.
11-12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13 სექტემბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა +38 გრადუსამდე მოიმატოს. 14 სექტემბერს კი +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთაში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.
ტეგები:
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"