Yandex Go-ს სერვისებით სარგებლობა უკვე ქუთაისშია შესაძლებელი
Yandex Go-მ მუშაობა დღეს ქუთაისში დაიწყო. ქუთაისი მეოთხე ქალაქია საქართველოში, სადაც Yandex Go-ს სერვისი გამოჩნდა. მანქანის შესაკვეთად უნდა ჩამოტვირთოთ Yandex Go-ს აპლიკაცია, გახსნათ და მიუთითოთ სად გსურთ წასვლა. სერვისი თავად განსაზღვრავს მომხმარებლის ადგილმდებარეობას, „გეოლოკაციის“ ფუნქციის დახმარებით აპლიკაცია მარტივად პოულობს ახლომდებარე მძღოლს, რომელიც ყველაზე სწრაფად მოვა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ბაგრატის საკათედრო ტაძრამდე მისვლა დაახლოებით 1,4 ლარი ეღირება, ცენტრალურ მოედანზე არსებული "კოლხური შადრევნიდან" ცენტრალურ ავტოსადგურამდე კი - დაახლოებით 2,8 ლარი. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით ან აპლიკაციასთან დაკავშირებული ბარათით.
Yandex Go-ს აქვს მგზავრების მხარდეჭერის სერვისი, რომელიც მუშაობს უქმე დღეებისა და არდადეგების გარეშე. თუ მომხმარებელს რამე დარჩა მანქანაში ან სურს რაიმე საკითხის გარკვევა, მას შეუძლია დაუკავშირდეს მხარდაჭერის სამსახურს აპლიკაციის საშუალებით.
Yandex Go იყენებს საკუთარ ტექნოლოგიებს: რუკებს, მარშრუტის დაგეგმვას, ნავიგაციას, ჭკვიანი შეკვეთების განაწილების სისტემას. სწორედ ტექნოლოგიები ხდის მგზავრობას მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს და ამავდროულად მძღოლებს ღირსეულ შემოსავალს აძლევს.
Yandex Go საქართველოში 2016 წელს ამოქმედდა. ქუთაისის გარდა, დღეს სერვისი ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმსა და რუსთავშიც. Yandex Go-ს არ ჰყავს საკუთარი მძღოლები და მანქანები. სერვისი თანამშრომლობს ადგილობრივ გადამზიდავებთან. უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-ისთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.
Yandex Go-ს აპლიკაცია (ex-Yandex.Taxi) ოპერირებს ჰოლანდიური კომპანია Yandex.Taxi B.V-ს სახელით ევროკავშირის ქვეყნებში, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ყველა რეგულაციას, GDPR-ის ჩათვლით. Yandex Go არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის Yandex-ის ნაწილი, რომელიც საჯაროა და ვაჭრობს ამერიკულ NASDAQ საფონდო ბირჟაზე. Yandex Go-ს სერვისი მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უზრუნველყოფს ადამიანებს მანქანის შეკვეთისა და ქალაქში გადაადგილების მოხერხებულ, ხელმისაწვდომ და სწრაფ მგზავრობას.
სიახლეები
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე
- "უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - დონალდ ტრამპი
- "პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს" - გელა გელაძე
- "ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად და კიდევ უფრო დაფასებულად იგრძნობს" - ირაკლი კობახიძე